„შავი ისარი“ (ინგლ. The Black Arrow: A Tale of the Two Roses) — რობერტ ლუის სტივენსონის 1888 წელს გამოქვეყნებული რომანი. ნაწარმოები ისტორიულ-სათავგადასავლო და რომანტიკული ჟანრისაა. თავდაპირველად, 1883 წელს ქვეყნდებოდა სერიული სახით ქვესათაურით „ტანსტოლის ტყის მოთხრობები“ („A Tale of Tunstall Forest“)[1]. ნაწარმოები დაიწერა 1883 წლის დასასრულისთვის.[2]. მოთხრობა გამოქვეყნდა ჯორჯ ნორსის (ინგლ. Captain George North) ფსევდონიმით.[3].

„შავი ისარი“
The Black Arrow: A Tale of the Two Roses

ავტორი რობერტ ლუის სტივენსონი
ენა ინგლისური ენა
გამომცემელი Charles Scribner's Sons (USA) & Cassell (UK)
გამოცემის თარიღი 1888 წელი

შინაარსი

რედაქტირება

მოთხრობის მოქმედება ვითარდება წითელი და თეთრი ვარდების ომის პერიოდში და აღწერს ახალგაზრდა რიჩარდ (დიკ) შელტონის ისტორიას. იგი ობოლია და იზრდება გავლენიანი ფეოდალის სერ დენიელ ბრეკლის კარზე. დიკი ხდება მისი მეურვის მეგობრის, ნიკ ეფლიარდის მკვლელობის მოწმე. ეფლიარდი შავი ისრითაა მოკლული „შურისმაძიებლების მიერ“. ერთხელ, ტანსტოლის ტყეში ყოფნის ჟამს იგი შემთხვევით შეესწრება ელის დაკუორთის ყაჩაღთა რაზმის წევრების საუბარს. სწორედ ეს ყაჩაღები უსწორდებიან თავიანთ მოწინააღმდეგეებს შავი ისრებით. საუბრის მოსმენის შემდეგ ახალგაზრდა შელტონს უჩნდება სერიოზული ეჭვი, რომ მამამისი მისივე მეურვემ, სერ დანიელ ბრეკლიმ მოკლა. ეჭვებს ამყარებს დიკის გაცნობა მშვეიერ ჯოან სედლისთან, რომელიც ასევე ობოლია და სერ დენიელმა გაიტაცა, რათა მასზე მეურვეობისა და მისი მამულის გამგებლობის უფლება მოეპოვებინა.

შელტონის ეჭვები საკმარისი ხდება სერ დენიელისთვის, რომ მისი მოკვლა სცადოს.დიკი გარბის და „შავი ისრის“ ყაჩაღებს აფარებს თავს. მისი ამოცანა ხდება, დაიხსნას ჯოანი სერ დენიელისაგან, რასაც ბოლოს ახერხებს კიდეც, მეგობრების დახმარებით, მაგრამ ამის მცდელობის დროს იგი მისდაუნებურად,ომშიც აღმოჩნდება ჩათრეული.

მოთხრობის ერთ-ერთი პერსონაჟია ახალგაზრდა რიჩარდ გლოსტერი, მომავალში ინგლისის მეფე რიჩარდ III.

მოქმედი პირები

რედაქტირება
  • რიჩარდ (დიკ) შელტონი ინგლ. Richard (Dick) Shelton
  • ჯოან სედლი ინგლ. Joanna Sedley
  • ელის დაკუორთი ინგლ. Ellis Duckworth
  • სერ დენიელ ბრეკლი ინგლ. Sir Daniel Brackley
  • სერ ოლივერი
  • ბენეტ ჰეტჩი
  • ეფლიარდი
  • რიჩარდ III

მოქმედების ადგილი

რედაქტირება
  1. clip of the first installment of The Black Arrow
  2. «With the end of the summer came the last chapter of The Black Arrow and our return to Hyères, where my husband took up other more exciting work» {Robert Louis Stevenson, The Black Arrow: A Tale of the Two Roses, Biographical Edition with a preface by Mrs. Stevenson, (New York: Charles Scribners Sons, 1905), xii}.
  3. description of the clip of the first installment of The Black Arrow