ყოჩების ჭიდილითბილისის ერთ-ერთი სანახაობა, რომელიც ბაზრის მოედანზე იმართებოდა.

საჭიდაოდ ყარაჩოხელი წინასწარ ყიდულობდა სამ წლიან ცხვარს — ერკემალს, სახლში დაბმულს ასუქებდა და თან ყოჩაობას ასწავლიდა. კარგად გაწვრთნიდა, რქებს გადაუხერხავდა, ქერით დაათრობდა, ყელზე შეაბამდა ფერად ბაფთს, შუბლს ენდროთი შეუღებავდა და მოედანზე დასაჭიდებლად წაიყვნადა. მოედნის შუაგულში ყოჩის პატრონი მეზობელი დუქნიდან საასპარეზოდ გამოიწვევდა მეორე ყოჩის პატრონს.

ყოჩებს ერთმანეთისგან დაშორებით აყენებდნენ. ისინი თავდახრილები ათვალიერებდნენ ერთმანეთს. მაყურებლები ყიჟინით აქებდნენ ერთმანეთს. ხალხის ღრიანცელზე ყოჩები ელვასავით წყდებოდნენ ადგილს და ერთმანეთს რქებით ასკდებოდნენ. ყოჩების ჭიდილი მთავრდებოდა ქალაქის რომელიმე დუქანში, სადაც გამარჯვებული და დამარცხებული ყოჩების პატრონებს ერთმანეთს „არიგებდნენ“.

ლიტერატურა რედაქტირება

  • თ. ბერიძე, ძველი თბილისის სურათები, გვ. 115–116, თბილისი: „ნაკადული“, 1910.