ყორნისის ხუციაანთ უბნის კოშკი
ყორნისის ხუციაანთ უბნის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ყორნისში. მდებარეობს მდინარე ტილიანის მარჯვენა ნაპირზე. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.
ექვსსართულიანი პირამიდული (9.0X8.0 მ) კოშკი ნაგებია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვით. კუთხეებში გამოყენებულია ნაცრისფერი შირიმის ქვა.
თაღოვანი შესასვლელი მეორე სართულის ჩრდილოეთ კედელშია გაჭრილი. ექვსივე სართულის კედლებში სათოფურებია დატანებული, დასავლეთ კედელში კი თაღოვანი სარკმლებია. შიდა სივრცის აღწერა ვერ ხერხდება.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ზნაურის (ყორნისი) რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. II, 2004