ყორნისის ხასიევების კოშკი

ყორნისის ხასიევების კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ყორნისში. მდებარეობს მდინარე ტილიანის მარჯვენა ნაპირზე. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში (XVII-XVIII სს.).

კოშკი ნაგებია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვით. გეგმით სწორკუთხა კოშკი შემორჩენილია ორი სართულის დონეზე. პირველი სართული ყრუა და ამოვსებულია მიწით. მეორე სართულის ოთხივე კედელში გაჭრილია სათოფურები. აღმოსავლეთ კედელში მოწყობილია თაღოვანი ბუხარი. არქიტრავული შესასვლელი დატანებულია მეორე სართულის სამხრეთ კედელში. კოშკის კედლები დაბზარულია. მეორე სართული დაზიანებულია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, ზნაურის (ყორნისი) რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. II, 2004