ყორნისის კოშკი (XVII-XVIII საუკუნეები)
ყორნისის კოშკი — საფორტიფიკაციო-თავდაცვითი ნაგებობა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ყორნისში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში (XVII-XVIII სს.).
სამსართულიანი კოშკი ნაგებია ფლეთილი, რიყის და ალაგ-ალაგ თლილი ქვით. კედლები საკმაოდ განიერია. კოშკი გეგმით ოთხკუთხედს წარმოადგენს. პირველი სართული ყრუა. მეორე სართულის დასავლეთ კედელში არქიტრავული შესასვლელია. კარის წირთხლებზე შემორჩენილია საურდულეები. აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ და სამხრეთ კედელში თითო სათოფურია. სათოფურებია დატანილი ასევე მესამე სართულის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ კედელშიც. კოშკის მესამე სართული დაზიანებულია. სამხრეთ კედელზე შემოცლილია საძირკვლის საპირე ქვები. მონგრეულია სამხრეთ-აღმოსავლეთი კედლის კუთხე.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ზნაურის (ყორნისი) რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. II, 2004