ყორნისის ეკლესიის ნანგრევი (შუა საუკუნეები)
ყორნისის ეკლესიის ნანგრევი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ყორნისში, სასაფლაოზე. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.
ეკლესიიდან შემორჩენილია ჩრდილოეთ კედლის მცირე ნაწილი, რომლის სიმაღლე 50-60 სმ-ს აღწევს. სამშენებლო მასალა უხეშად თლილი ქვაა. შეინიშნება აღმოსავლეთ კედლის საძირკველი. აქვე დგას ტრაპეზის ქვა. დანარჩენი კედლები მიწის პირზეა გასწორებული.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ზნაურის (ყორნისი) რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. II, 2004