ყორნისის ეკლესიის ნანგრევი
ყორნისის ეკლესიის ნანგრევი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ყორნისში. აგებულია განვითარებულ შუა საუკუნეებში. მდებარეობს სოფლიდან სამხრეთით 7-8 კმ-ზე, მდინარე ფრონეს მარცხენა ნაპირზე (გაგნიძეების ნასოფლარი).
ეკლესიიდან შემორჩენილია დასავლეთი კედელი, დაახლოებით 2X3 მეტრის სიმაღლეზე. ამავე კედელზე შეინიშნება სარკმლის კვალი. ჩრდილოეთი კედელი ძალზე დეფორმირებულია. აბსიდი და სამხრეთი კედელი ჩამონგრეულია. ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით ყრია მოჩუქურთმებული ქვა. მათ შორისაა სარკმლის საპირე, პორტალის ნაწილი, არქიტრავის ქვა, სვეტისთავები და კარნიზის ქვები. დიდი ოსტატობით შესრულებული ორნამენტული მოტივი მრავალფეროვანია. გეგმის დასადგენად საჭიროა ძეგლზე ჩატარდეს გაწმენდითი სამუშაოები. ტერიტორია ჩახერგილია უზარმაზარი ქვებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ზნაურის (ყორნისი) რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. II, 2004