ყორნისის გამოქვაბულები

ყორნისის გამოქვაბულები — არქეოლოგიური ძეგლი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ყორნისში, მდინარე ტილიანის მარჯვენა ნაპირზე.

სოფელ ყორნისის ციხის სამხრეთით, 500 მეტრში შემორჩენილია კლდეში ნაკვეთი გამოქვაბულები, რომელიც შედგება ორი სათავსისაგან; წინა სათავსის კედელი ჩამონგრეულ-ჩამორეცხილია. ოთახები ერთმანეთს ვიწრო გასასვლელებით უკავშირდება. გამოქვაბულის კედლებს ეტყობა კარგად დამუშავების კვალი. მათი დანიშნულება გაურკვეველია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, ზნაურის (ყორნისი) რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. II, 2004