ყიტაანის ღვთისმშობლის ეკლესია
ყიტაანის ღვთისმშობლის ეკლესია — ვარამაანთ საყდარი, არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიტაანში. სოფლის აღმოსალეთით 1 კილომეტრზე. განეკუთვნება განვითარებულ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია, ჩრდილოეთიდან ეკვროდა თანადროული მინაშენი, რომელიც ეკლესიას წყობით უკავშირდებოდა. შენობა ნაგებია რიყის ქვითა და კირის ხსნარით. წყობაში დაცულია რიგების სწორხაზოვნება. დაზიანებულია: ჩამონგრეულია კონქი და კამარა, დანგრეულია კედლების ზედა ნაწილები; ჩრდილოეთ მინაშენი მთლიანად დანგრეულია და დაფარულია მიწითა და მცენარეულობით. ეკლესიის შესასვლელი დასავლეთიდანაა, კარი გარედან მოზრდილი ზომის ქვითაა გადახურული - თარაზულად, შიგნით - თაღოვანია. ეკლესია აღმოსავლეთით დასრულებული ღრმა ნალისებრი აფსიდით. აფსიდში ვიწრო, ბრტყლად გადახურული სარკმელია გაჭრილი, რომელიც ზემოთკენ ოდნავ შევიწროებულია. სარკმლის ორივე მხარეს თითო ოთხკუთხა ნიშაა. აფსიდი დარბაზისგან გამოყოფილია მხრებით. ჩრდილოეთ მხართან მინაშენში გასასვლელია. კარი თაღოვანია. მოგვიანებით ამოუსენებიათ და ნიშად გადაუკეთებიათ.
ლიტერატურა
რედაქტირება- მარკოზაშვილი თ.-კუპრეიშვილი ბ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 215.