ყიტაანის მოდველაურის ეკლესია
ყიტაანის მოდველაურის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიტაანის აღმოსავლეთით 2 კილომეტრზე. განეკუთვნება შუა საუკუნეებს.
შემორჩენილია აფსიდის ნაწილი (სიმაღლე დაახლოებით 3 მეტრი), ისიც შუაში გარღვეულია. ეკლესია დარბაზული ყოფილა ნაგები რიყის ქვითა და კირის ხსნარით.
ლიტერატურა
რედაქტირება- კუპრეიშვილი ბ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 215.