ყირგიზეთის საპროტესტო აქციები (2020)

ყირგიზეთის საპროტესტო აქციები — საპროტესტო აქციების სერია, რომელიც დაიწყო 2020 წლის 5 ოქტომბერს ყირგიზეთის ტერიტოტრიაზე და დასრულდა 15 ოქტომბერს პრეზიდენტ სოორონბაი ჟეენბეკოვის გადადგომით. აქციების მონაწილეები აპროტესტებდნენ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს[1][2].

წინარე ისტორია

რედაქტირება

ყირგიზეთში XXI საუკუნეში ორი რევოლუცია მოხდა: 2005 წელს ტიტების რევოლუცია და 2010 წლის რევოლუცია.

ქრონოლოგია

რედაქტირება

5 ოქტომბერი

რედაქტირება

5 ოქტომბერს ბიშკეკის ცენტრში დაიწყო საპროტესტო აქციები 4 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ[2], რომლის შედეგადაც ცხადი გახდა, რომარჩევნებში მონაწილე 16 პარტიიდან 7%-იანი ბარიერი მხოლოდ პროსახელისუფლო ოთხმა პარტიამ გადაკვეთა. 12 ოპოზიციური პარტია კი, მანდატების გარეშე დარჩა.

აქციის მონაწილეები არჩევნების შედეგების გაუქმებასა და ხელახლა დანიშვნას მოითხოვენ. აქციის მონაწილეები გვიან ღამით პარლამენტის, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სახელმწიფო უსაფრთხოების შენობებში შეიჭრნენ[3].

6 ოქტომბერი

რედაქტირება

ყირგიზეთში საპროტესტო აქციაზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 590 კი დაშავდა[3].

ყირგიზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააუქმა[4], ხოლო მოგვიანებით ყირგიზეთის პარლამენტის საგანგებო სხდომაზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად სადირ ჟაპაროვი დაამტკიცეს[5]. სადირ ჟაპაროვი გასამართლებული იყო, კოლონიაში იხდიდა სასჯელს და ბიშკეკში არეულობის შემდეგ გაათავისუფლეს[5]. თანამდებობა დატოვა ასევე ყირგიზეთის პარლამენტის სპიკერმა, დასტანბეკ ჯუმაბეკოვმა. ამასთან, უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განაცხადეს ოთხმა გუბერნატორმა და ბიშკეკის მერმა, აზიზ სურაკმატოვმა[5].

7 ოქტომბერი

რედაქტირება

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ოთხშაბათის დილის მდგომარეობით ქვეყნის საავადმყოფოებსა და კლინიკებში მკურნალობდა საპროტესტო აქციების დროს დაშავებული 768 ადამიანი[6].

9 ოქტომბერი

რედაქტირება

ყირგიზეთის პრეზიდენტმა, სოორონბაი ჟეენბეკოვმა დედაქალაქ ბიშკეკში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა[7]. მან ასევე სამხედრო ტექნიკისა და ჯარის შეყვანის განკარგულება გასცა ბლოკ-პოსტების მოწყობისთვის, შეიარაღებული შეტაკებების აღსაკვეთად, მართლწესრიგის უზრუნველსაყოფად და მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად. საგანგებო მდგომარეობა დღეს საღამოს 20:00 საათიდან ამოქმედდება და 21 ოქტომბრამდე გაგრძელდება[8].

10 ოქტომბერი

რედაქტირება

ქვეყნის პარლამენტმა მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე სადირ ჟაპაროვის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირა მხარი. საკანონმდებლო ორგანომ ასევე დაამტკიცა ყირგიზეთის მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაც[9].

15 ოქტომბერი

რედაქტირება

ყირგიზეთის პრეზიდენტმა, სოორონბაი ჟეენბეკოვმა ქვეყანაში მიმდინარე საპორტესტო გამოსვლების ფონზე, გადადგომის შესახებ განაცხადა[10]. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდა ყირგიზეთის პარლამენტის თავმჯდომარე კანატბეკ ისაევი, თუმცა რამდენიმე საათში კონსტიტუციით დაკისრებული მოვალეობის შერულებაზე უარი განაცხადა[11] და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდა სადირ ჟაპაროვი[12].

  1. Pannier, Bruce. Backlash Against Kyrgyz Parliamentary Election Results Comes Instantly. RFE/RL, Inc.. ციტირების თარიღი: 5 October 2020.
  2. 2.0 2.1 Thousands protest over Kyrgyzstan election result (5 October 2020). ციტირების თარიღი: 5 October 2020.
  3. 3.0 3.1 მედიის ინფორმაციით, ყირგიზეთში აქციაზე დაპირისპირების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 590 კი დაშავდა
  4. ყირგიზეთის ცესკო-მ საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააუქმა
  5. 5.0 5.1 5.2 ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად სადირ ჟაპაროვი დაამტკიცეს
  6. Смена власти в Кыргызстане. День третий (2020-10-07). ციტირების თარიღი: 2020-10-07.
  7. Olga Dzyubenko. (October 9, 2020) Kyrgyzstan president declares state of emergency. Reuters. ციტირების თარიღი: October 9, 2020.
  8. ყირგიზეთის პრეზიდენტმა ბიშკეკში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
  9. ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრი სადირ ჟაპაროვი გახდა
  10. ყირგიზეთის პრეზიდენტი სოორონბაი ჟეენბეკოვი გადადგა
  11. Айгуль КУВАТОВА. (2020-10-15) Спикер Канат Исаев отказался от полномочий и. о. президента. ციტირების თარიღი: 2020-10-15.
  12. Исаев отказался быть и.о. президента, полномочия передали мне — Жапаров. ციტირების თარიღი: 2020-10-15.