ყიზილდერესი
ყიზილდერესი — ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი. მდებარეობს სოფელ ოთაში, სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ასპინძის მუნიციპალიტეტში, ახალციხის ქვაბულის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ოთის ნაპირას. ზღვის დონიდან მდებარეობს 1897 მეტრზე. ასპინძის ზევით, დაახლოებით 4 ვერსზე ასპინძის ხევის მარცხენა მხარეს მდებარეობს ქილისა დერესი.
ისტორია
რედაქტირებაეკლესია მიეკუთვნება VIII-IX საუკუნეებს. უთლელი, რუხი ბალასტის ქვით ნაგები დარბაზული ეკლესია სამხრეთის და დასავლეთის ცალქანობიანი მინაშენებით. სამხრეთის მინაშენი ორნაწილიანია და შედგება აღმოსავლეთით – ეკვდერის (შესასვლელი მთავარი სივრციდან) და დასავლეთის გარეთ ორთაღედით გახსნილი აბსიდიანი ,,შიგა-ბჭისაგან". კონსტრუქციული ნაწილები თლილი კვადრებითაა ნაგები. ეკლესია ერთნავიანია, სამხრეთით ჰქონია ეგვტერები.
ეკლესია მოხატული ყოფილა, მისი ნაშთი შემონახულია საკურთხევლის კონჭში. აქ დახატული ყოფილა ქრისტე. მის მარცხნივ კი სამხრეთით შემონახულია ნათლისმცემლის გამოსახულება თავიდან მხრებამდე, თუმცა ძალზედ დაზიანებულია.
ორივე ეგვტერი აღმოსავლეთ მხარეს ნახევარწრეს იკეთებს. სამხრეთით ეკლესიის კედელთან ორი ჩუქურთმიანი ქვა არის. დიდი ალბათობით ეს არის ეგვტერის კარნიზები.
ეკლესია ყიზილდერესი 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].
დღეს ძეგლი ნანგრევად არის. დგას მარტო კედლები , თაღი კი სულ დაქცეულია. შერჩენილია მხოლოდ საკურთხეველი, ისიც ნაწილობრივ.
ლიტერატურა
რედაქტირება- გიორგი ბოჭორიძე, მოგზაურობა სამცხე-ჯავახეთში, თბ., 1992, გვ., 22-23
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებაეკლესია ყიზილდერესი დაარქივებული 2019-07-30 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-01. ციტირების თარიღი: 2019-07-30.