ყვითელი ნისლი (რომანი)
ყვითელი ნისლი (რუს. Жёлтый Туман) — მწერალ ალექსანდრე ვოლკოვის მიერ ჯადოსნური ქვეყნის შესახებ დაწერილი რომანების სერიის მეხუთე ტომი.
„ყვითელი ნისლი“ | |
---|---|
Жёлтый Туман | |
წიგნის გარეკანი, მხატვარი - ლეონიდ ვლადიმირსკი | |
ავტორი | ალექსანდრე ვოლკოვი |
ილუსტრატორი | ლეონიდ ვლადიმირსკი |
გარეკანის მხატვარი | ლეონიდ ვლადიმირსკი |
ქვეყანა | სსრკ |
ენა | რუსული |
თემა | თავგადასავლები |
ჟანრი | ზღაპარი |
გამომცემელი | Sovetskaya Rossiya |
გამოცემის თარიღი | 1970 |
წინამორბედი | მარანების ცეცხლოვანი ღმერთი |
მომდევნო | მიტოვებული ციხე-სიმაგრის საიდუმლო |
სიუჟეტი
რედაქტირებაოდესღაც ჯადოქარმა გურიკაპმა დაამარცხა ალქაჯი არახნა, მაგრამ ვერ გაანადგურა იგი, ვინაიდან მეტად კეთილი იყო. მან მხოლოდ დააძინა არახნა - 5000 წლით, იმ იმედით, რომ ამ პერიოდში იგი გამოსწორდებოდა. მას შემდეგ, რაც გურიკაპი მოკვდა, გავიდა დიდი დრო. ჯადოსნური ქვეყნის ხალხებმა და ცხოველებმა დაივიწყეს ეს ამბავი. არახნამ გაიღვიძა, თავისი მსახურებისგან შეიტყო უკანასკნელ მოვლენათა შესახებ და გადაწყვიტა ჯადოსნური ქვეყნის დაპყრობა. თავდაპირველად გადაწყვიტა, ეს ურფინ ჯუსის დახმარებით ეცადა, მაგრამ ჯუსმა უარი უთხრა დახმარებაზე, ვინაიდან მიხვდა, რომ ბრძოლით ამის მიღწევა შეუძლებელია და არახნას უწინასწარმეტყველა დაღუპვა. მაშინ გნომებმა არახნას რუფ ბილანი გაუგზავნეს, მოღალატე, რომელიც ურფინის მმართველობის შემდეგ დაიმალა მიწისქვეშეთში.
კეთილი ჯადოქრების მიწებზე თავდასხმა არახნასათვის საშიში იყო, მაგრამ სხვა ადგილებშიც დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს. მაშინ მან გადაწყვიტა, გაევრცელებინა დიდი წყევლა - მომწამლავი ყვითელი ნისლი, რომელმაც დაფარა დაუმორჩილებელი მიწები. მაგრამ ხალხმა ისწავლა მისგან დაცვა და იმალებოდა იქ, სადაც ყვითელი ნისლი ვერ შედიოდა.
ნისლმა ასევე შეცვალა ბუნებრივი პირობებიც - მზე ჯადოსნურ ქვეყანაში ვერ აღწევდა და პირველად, მრავალი ათასი წლის შემდეგ, ზამთარმა დაისადგურა. ამიტომ საფრთხობელამ დასახმარებლად უხმო ენისა და ტიმს, რათა მათ აეხსნათ, თუ როგორ იკერება ზამთრის სამოსი და როგორ შენდება თბილი სახლები. თუმცა მოხუცი მეზღვაური ჩარლი ბლეკი მიხვდა, რომ სამოსი და სახლები გამოსავალს არ წარმოადგენდნენ. ზურმუხტის ქალაქში მისი ზედამხედველობით ოსტატმა ლესტარმა და მუშებმა შექმნეს გიგანტური ლითონის რაინდი, რომელსაც ტილი-ვილი ეწოდა.
არახნას წინააღმდეგ იბრძვიან ელი, ტიმი, ჩარლი ბლეკი და სხვები. თაგვების დედოფალი რამინა, თავის რაზმთან ერთად, ასევე მონაწილეობს ბრძოლაში. საფრთხობელა იტყუებს არახნას გამოქვაბულიდან, ტილი-ვილი და არწივი კარფაქსი მას იტყუებენ მაღალ მთაზე. ბრძოლის დროს არახნა ეცემა ქვესკნელში და ყვირის - „ურფინი მართალს ამბობდა“. გნომები ეხმარებიან მოგზაურებს და უჩვენებენ არახნას ჯადოსნურ წიგნს. ჩარლი ბლეკი კითხულობს შელოცვას და ნისლი ქრება. წიგნს წვავენ, რათა იგი აღარასოდეს იქნას გამოყენებული.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ზურმუხტის ქალაქის მოყვარულთა გვერდი დაარქივებული 2017-07-28 საიტზე Wayback Machine.