ყველის ბუზი[1] (ლათ. Piophila casei) — მწერი ორფრთიანების რიგისა. სხეულის სიგრძე 4,5 მმ-მდეა. შავი და ბრჭყვიალაა. გავრცელებულია ყველგან, განსაკუთრებით თევზრეწვის რაიონებში. დედალი დამარილებულ თევზზე, იშვიათად ძველ ყველზე (აქედან სახელწოდება), ქონზე და მისთანაზე დებს 40–120 კვერცხს. ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილი ბუზის მატლი იწვევს ნაწლავის მწვავე აშლილობას (იხ. მიაზები). ბრძოლის ღონისძიებები: სათავსოების დამუშავება ინსექტიციდებით, ცხელი ორთქლით, ქლორიანი კირით და სხვ.[2]

ყველის ბუზი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  ორფრთიანები
ოჯახი:  Piophilidae
გვარი:  Piophila
სახეობა:  ყველის ბუზი
ლათინური სახელი
Piophila casei (Linnaeus, 1758)
  1. გოგინაშვილი ნ., დიდმანიძე ე., კერესელიძე მ. და სხვ., მოკლე ენტომოლოგიური ორენოვანი ნომენკლატურული ლექსიკონი : ლათინურ-ქართული, ქართულ-ლათინური, თბ.: „უნივერსალი“, 2012. — გვ. 95.
  2. Сырная муха // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 25 — М., 1976. — стр. 139.