ყვარლის მესამე ეკლესია

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ყვარლის მესამე ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დგას ყვარლის მუნიციპალიტეტში. ქალლაქის სამხრეთ-აღმოსავლეთით. თარიღდება ადრინდელი შუა საუკუნეებით. ძეგლი სამ ეკლესიიანი ბაზილიკაა. ნაგებია რიყის ქვითა და კირის დუღაბით. ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია მთავარი ეკლესიის კამაროვანი გადახურვა, კონქი და კედლების საპირე წყობის დიდი ნაწილი. დანგრეულია დასავლეთ კედლის სამხრეთ ნახევარი. განგრეულია აფსიდის კედელი, მთლიანადაა დანგრეული სამკვეთლო. ინტერიერი ამოვსებულია მიწითა და ჩამონაშალი ქვებით. შუა ეკლესიის აღმოსავლეთით, ნახევარწრიული აფსიდითაა დასრულებული. ჩრდილოეთ ეკლესია უაფსიდოა. აღმოსავლეთიდან მას ეკვრის განცალკევებული სათავსი სამკვეთლოსათვის, რომელიც მთავარ ეკლესიას თაღოვანი კირით უკავშირდება. სამხრეთ ეკლესიის და სამკვეთლოს გეგმა, გათხრა-გაუფთავების გარეშე არ დგინდება.

ლიტერატურა

რედაქტირება