ყვავის საყდარი (ფშაველი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ყვავის საყდარი.

ყვავის საყდარიარქიტექტურული ძეგლი სოფელ ფშაველის ჩრდილოეთით 0,5 კილომეტრზე, მინდორში. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია ნაგებია რიყის და ნატეხი ქვით კირის ხსნარზე. წყობა ქაოსურია შესასვლელი დასავლეთითაა. ეკლესია უაფსიდო, აღმოსავლეთით დასრულებულია სწორი კედლით, რომლის ცენტრში გაჭრილია სწორკუთხა სარკმელი. სარკმლის ქვემოთ, კედელზე, მიდგმულია ქვის ტრაპეზი. ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ კიდეში მცირე, ოთხკუთხა ნიშაა. მსგავსი ნიშა სამხრეთ კედელშიცაა მოწყობილი. საკურთხეველი დარბაზისგან არ არის გამოყოფილი და ორივეს ერთიანი კამარა ხურავს. ეკლესიას დასავლეთიდან მიდგმული აქვს ორსართულიანი სამრეკლო, რომლის პირველი სართული ოთხწახნაგაა, მეორე _ ცილინდრული. პირველ სართულს შესასვლლი სამხრეთიდან აქვს. მეორე სართულზე, ერთმანეთის პირდაპირ, გაჭრილია ოთხი, ვიწრო, მაღალი, თაღოვანი სარკმელი. სამრეკლოს ზედა ნაწილი თაროსებრი ლავგარდნითაა დასრულებული და კონუსისებრი სახურავი ხურავს.

ლიტერატურა

რედაქტირება