ყვავისფრჩხილა
ყვავისფრჩხილა (ლათ. Securigera varia) — 30-100 სმ-მდე სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო მრავალია, სწორად მდგომი, წამოწეული ან გართხმული, მეტ-ნაკლებად დატოტვილი. ფოთლები შედგება 7-12 წყვილი ფოთოლაკისაგან. ფოთოლაკები ოვალურია ან მოგრძო-ხაზური, ბლაგვი და მოკლეყუნწიანი. ყვავილედი ქოლგისებური მტევანია, 12-20-ყვავილიანი. გვირგვინი ვარდისფერია ან თეთრი. იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყების, ტყისპირა ადგილებში, ბუჩქნარებსა და ნათესებში. გავრცელებულია მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, შუა აზიას, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპას, მცირე აზიას.
ყვავისფრჩხილა | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Securigera varia (L.) Lassen | ||||||||||||||
|
გალერეა
რედაქტირება-
ყვავილი
-
ფოთლები
-
ილუსტრაცია
ლიტერატურა
რედაქტირება- სუხიტაშვილი კ., საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ., 2018, გვ. 458.