ყარა ყარაევის სახელობის თანამედროვე მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი
ყარა ყარაევის სახელობის თანამედროვე მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი — ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავს მე-20 საუკუნის აკადემიური მუსიკის პოპულარიზაციას. ორიენტირებულია მე-20 საუკუნის აკადემიური მუსიკის შესრულებაზე[1][2].
ყარა ყარაევის სახელობის თანამედროვე მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი | |
---|---|
გამართვის წლები | 1986-1990, 2011-დღეს |
თარიღები | ბინალე, გაზაფხულში |
ჟანრი | კლასიკური მუსიკა |
საიტი | |
qaraqarayev-festival-az.net |
ისტორია
რედაქტირებაყარა ყარაევის სახელობის თანამედროვე მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი პირველად 1986 წელს გაიმართა კომპოზიტორების ფარაჯ კარაევის, ოლეგ ფელცერისა და დირიჟორის რაუფ აბდულაევის ინიციატივით. ფესტივალის პირველმა კონცერტებმა დიდი რეზონანსი გამოიწვია და მას მოჰყვა კიდევ ორი ფესტივალი 1988 და 1990 წლებში, რამაც იგი მნიშვნელოვან მოვლენად აქცია ბაქოს მუსიკალურ ცხოვრებაში. ფესტივალის პროგრამაში წარმოდგენილი იყო მე-20 საუკუნის მუსიკალური კლასიკა[1].
20 წლის შემდეგ ფესტივალი აღდგენილი იქნა მოსკოვის კონსერვატორიის პროფესორის ფ. კარაევის ინიციატივით, რომელიც გახდა ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი, ხოლო მხარდაჭერა მიიღო აზერბაიჯანის კულტურის სამინისტროდან. 2011 წლიდან ფესტივალი ტარდება გაზაფხულზე და ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება. ფესტივალის ფარგლებში, კონცერტების გარდა, იმართება ლექციები და მასტერკლასები თანამედროვე აკადემიური მუსიკის სხვადასხვა თეორიულ ასპექტებზე[3].
ფესტივალის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენად პოსტსაბჭოთა სივრცეში ევროპული ავანგარდის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო ნაწარმოების - ლ. ბერის „სიმფონია სიმფონიური ორკესტრისთვის და რვა ხმისათვის“ პირველი წარმოდგენა ითვლება. შემსრულებლები იყვნენ აზერბაიჯანის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი (დირიჟორი რ. აბდულაევი) და მოსკოვის ვოკალური ანსამბლი (სამხატვრო ხელმძღვანელი - ფ. ჩიჟევსკი)[4].
ფესტივალები:
- IV საერთაშორისო ფესტივალი: 2011 წლის 2-8 აპრილი[5]
- V საერთაშორისო ფესტივალი: 2013 წლის 14-19 აპრილი (მონაწილეობდნენ მუსიკოსები საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, რუსეთიდან და ავსტრიიდან)[6]
- VI საერთაშორისო ფესტივალი: 2015 წლის 20-24 აპრილი[7]
- VII საერთაშორისო ფესტივალი: 2018 წლის 12-14 აპრილი[8].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 http://www.karaev.net/t_vysotskaya_qarayev_fest2016.pdf
- ↑ Четвертый фестиваль современной музыки имени Кара Караева в Баку
- ↑ Оглядываясь на весь XX век / Г. Садых-Заде // Музыкальная жизнь. — 2015. — № 6. — С. 78-79
- ↑ Авангард с азербайджанским акцентом
- ↑ IV международный фестиваль современной музыки имени Кара Караева
- ↑ Международный Фестиваль современной музыки имени Кара Караева
- ↑ ШЕСТОЙ МЕЖДУНАРОДНЫЙ ФЕСТИВАЛЬ СОВРЕМЕННОЙ МУЗЫКИ ИМЕНИ КАРА КАРАЕВА
- ↑ VII фестиваль