ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ფარაჯ კარა-ოღლუ კარაევი (აზერ. Fərəc Qara oğlu Qarayev; დ. 19 დეკემბერი, 1943, ბაქო) — რუს-აზერბაიჯანელი კომპოზიტორი და პედაგოგი, პროფესორი, აზერბაიჯანელი კომპოზიტორის კარა კარაევის შვილი, პ. ი. ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის კონსერვატორიის პროფესორი. აზერბაიჯანის სახალხო არტისტი.

ფარაჯ კარაევი
აზერ. Fərəc Qarayev

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 19 დეკემბერი 1943
დაბ. ადგილი ბაქო[1]
წარმოშობა დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი
გარდ. თარიღი ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ
ჟანრ(ებ)ი კლასიკური მუსიკა
საქმიანობა კომპოზიტორი, მუსიკის პედაგოგი
საიტი karaev.net

ბიოგრაფია

რედაქტირება

1966 წელს წარჩინებით დაამთავრა უზ. გაჯიბეკოვის სახელობის აზერბაიჯანის სახელმწიფო კონსერვატორია საკუთარი მამის, პროფესორი კარა კარაევის კომპოზიციის კლასით, 1971 მასთანვე — ასპირანტურა. 1966-დან 2003 წლამდე ასწავლიდა კომპოზიციას, ინსტრუმენტულობას და პოლიფონიას აზერბაიჯანის სახელმწიფო კონსერვატორიაში (1991 წლიდან — ბაქოს მუსიკალური აკადემია), 1994 წლიდან — პროფესორი. 1991 წლიდან ცხოვრობდა ბაქოში და მოსკოვში. 1999 წლიდან — პ. ი. ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკალური თეორიის კათედრის პროფესორი, ასწავლის ინსტრუმენტალობის კურსს და (ცალკეულ სასწავლო წლებში) — ინსტრუმენტთმცოდნეობას.[2]

2003 წლიდან — ნ. ჟიგანოვის სახელობის ყაზანის სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციის კათედრის პროფესორი. 1994–1996 წწ. თანამედროვე მუსიკის მოსკოვის ასოციაციის (თმა) ვიცე-პრეზიდენტი. 1995 წლიდან მის მიერ ბაქოში დაარსებული თანამედროვე მუსიკის საზოგადოების პრეზიდენტი Yeni Musiqi. 1980–1994 წწ. სამხატვრო ხელმძღვანელი ВаКаRА-ENSEMBLE (ბაქო). 1991–1992 წწ. — ა. კრუპას კულტურული ფონდის სტიპენდიატი (ესენი, გერმანია).

აზერბაიჯანის პრეზიდენტის 2018 წლის 27 მაისის განკარგულებით „აზერბაიჯანული კულტურის განვითარებაში შეტანილი ღვაწლისათის“ ფარაჯ კარაევს მიენიჭა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახალხო არტისტის წოდება.[3]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფარაჯ_კარაევი“-დან