ყარა-ბოიუქ-ხანიმი (ციხესიმაგრე)
ყარა-ბოიუქ-ხანიმი (აზერ. Qara Böyük Xanım bürcü) – შუშის ორი უძველესი ციხესიმაგრიდან დღემდე შემორჩენილი ერთ-ერთი ციხესიმაგრე (მეორე ფანაჰალი ხანის ციხეა).[1]
ყარა-ბოიუქ-ხანიმი აზერ. Qara Böyük Xanım bürcü | |
---|---|
მდებარეობა | შუშა, აზერბაიჯანი |
თარიღდება | XVIII |
აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 2001 წლის 2 აგვისტოს განკარგულებით, ციხესიმაგრე, როგორც ეროვნული მნიშვნელობის არქიტექტურული ძეგლი, სახელმწიფოს მიერაა დაცული.
მშენებლობის აღწერა და ისტორია
რედაქტირებაშუშის ციხესიმაგრის მშენებლობის დროს, ქალაქის ჩრდილოეთ პლატოზე კედლების მშენებლობისას, იგებოდა ფანაჰალი ხანისა და მისი მომხრეების ციხესიმაგრეები. ეს ციხესიმაგრეები პლატოს აღმოსავლეთ ნაწილში, მაღლობ და ციცაბო კლდოვან მხარეს, ბუნებრივ ზღუდეებზე შენდებოდა. შუშაში ციხეები შაჰბულაგის ციხესიმაგრის გავლენით იგებოდა, სადაც არსებობდა თავდაცვითი კედლები, რომლეთა კუთხეებში სამმეოთხედიანი კოშკები იყო განთავსებული. ციხის შიგნითა კედლებზე საცხოვრებელი ნაგებობი იყო მიშენებული.[1]