ყარაბაღული ცხვარი
ცხვრის სახეობა აზერბაიჯანში
ყარაბაღული ცხვარი (აზერ. Qarabağ qoyunu, სომხ. Ղարաբաղյան ոչխարի ցեղ) — აზერბაიჯანში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, უძველესი და გავრცელებული ცხვრის ჯიში. გავრცელებულია მთიანი ყარაბაღის, ქალბაჯარის, საქართველოს, მილის ვაკის და მუღანის ვაკის ტერიტორიაზე. არსებობს მოსაზრება, რომ ყარაბაღული ცხვრის ჯიში, შინაური ცხვრისა და ცენტრალური აზიის კუდიანი ცხვრის შეჯვარებით გამრავლდა. ამ ჯიშის ცხვარი, ცხიმიანი კუდით, ტკბილი ხორცით და შედარებით რბილი მატყლით გამოირჩევა. ხშირად ყარაბაღული ცხვარი ნამატს წელიწადში ორჯერ იძლევა. გამოირჩევა გამძლეობით. ერკემლის წონა 60-65 კგ შეადგენს, ხოლო ნერბის 45-50 კგ.
ლიტერატურა
რედაქტირება- აზერბაიჯანის ეროვნული ენციკლოპედია, ბაქო, 2007, გვ:596.