ყარაბაღის ხანების სასახლე

ყარაბაღის ხანების სასახლე (აზერ. Qarabağ xanlarının sarayı), ფანაჰალი ხანის სასახლე — სასახლე, რომელიც განლაგებული იყო ქალაქ შუშის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. იგი მიეკუთვნებოდა აზერბაიჯანის XVIII—XIX საუკუნეების მაღალმხატვრულ სასახლეთა რიცხვს. დღესდღეობით იგი დანგრეულია.[1]

ყარაბაღის ხანების სასახლე

სასახლის ნანგრევები 2013 წლის სექტემბერში
მდებარეობა შუშა, აზერბაიჯანი
თარიღდება XVIII-XIX სს

სასახლე შედგებოდა ორ სართულად განლაგებული უამრავი ოთახისგან და T-ს ფორმის დიდი საზეიმო დარბაზისგან, რომელიც ამ სასახლის ცენტრალურ კომპოზიციას წარმოადგენდა. დარბაზი გამოყოფილი იყო კოლოსალური ასაწევი ფანჯრებით - შებექეს სტილში (ეს სტილი ფართოდ იყო გავრცელებული საცხოვრებელ და კულტურულ მშენებლობაში დღევანდელი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე XVIII—XIX საუკუნეებში).

აზერბაიჯანის ფეოდალური პერიოდის ციხე-ქალაქებისთვის დამახასიათებელია ციხეები, სადაც ხანის სასახლეა განთავსებული. ეს ციხეები წარმოადგენდნენ სახანოების დედაქალაქებს. ეს ნაგებობები უზრუნველყოფდნენ მმართველისა და მისი ოჯახის საცხოვრებელს, უსაფრთხოებასა და საქმიანობას. ჩვეულებრივ, ფეოდალური ქალაქების მშენებლობა მმართველის ციხის აგებით იწყებოდა. იმის გამო, რომ ტერიტორია, სადაც შუშის ციხე მდებარეობს, უნიკალური სტრატეგიული თავისებურებით გამოირჩევა, ციხის შიგნით არსებული სიმაგრეების მშენებლობა, მათ შორის ფანაჰალი ხანის ციხე, შუშის ციხის მშენებლობასთან ერთად დაიწყო.[2] პრაქტიკულად საკმარისი იყო უსაფრთხოებისთვის მხოლოდ შუშის ზეგნის ჩრდილოეთით გამაგრებულიყო ციხის კედლები.[3]

ყარაბაღელი ისტორიკოსის ბაჰარლის ცნობით, შუშის ციხის მშენებლობა ფერდობის აღმოსავლეთი ნაწილიდან დაიწყო. ე.ავალოვი აღნიშნავს, რომ ამ ინფორმაციას შუშის გეგმაც ადასტურებს. მისი თქმით, გეგმა შემუშავებულია XIX საუკუნის პირველ ნახევარში. გეგმის მიხედვით, ციხეები შიგნით სასახლეებით ძირითადად შუშის ციხის აღმოსავლეთ მხარეს, ბუნებრივ ბორცვებზე ან ციცაბო კლდეების კიდეზე იყო განთავსებული. ეს ციხეები, რომლებიც ასრულებენ არქიტექტურული დომინანტის როლს, ქმნიან ჰარმონიას ქალაქის ბუნებრივ ლანდშაფტთან. შუშის ციხეში აშენებული ციხეებიდან მხოლოდ ორმა მოაღწია ჩვენს დრომდე კარგ მდგომარეობაში, მათგან ერთია ყარაბოიუქ ჰანიმის ციხე, რომელიც მდებარეობს ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს, ხოლო მეორე არის ფანაჰალი ხანის ციხე, რომელიც დგას კლდის პირას.[2]

  1. Под общей редакцией М. А. Казиева. Азербайджан (Исторические и достопримечательные места. Город Шуша. Дворец карабахских ханов. Издательство АН Азербайджанской ССР. 1960
  2. 2.0 2.1 Авалов 1977, p. 23
  3. Саламзаде, А. В. (1964). Архитектура Азербайджана XVI-XIX вв.. Баку, გვ. 96.