ყანობის წმინდა გიორგის ხატი
ყანობის წმინდა გიორგის ხატი, კვირიკე — საკულტო ძეგლი, მდებარეობს მთავარანგელოზთა ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთით. ნაგებია ბაზალტისა და ფიქლის ქვით. წყობა მშრალია. ნიში კუბური ფორმის მასიური ნაგებობაა, დგას ფიქლითა და რიყის ქვით ნაგებ პოსტამენტზე. ნიშის მთავარი ფასადი ჩრდილოეთ-დასავლეთითაა. ამავე კედელშია თახჩაც. ნიშს თავზე ადგას ქვის ჯვარი.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 486.