ყაისნაღით ქსოვა — ტექსტილების შექმნის პროცესი, სადაც ქსოვილი ძაფის ან სხვა მასალის მარყუჟების ყაისნაღით ერთმანეთთან შეკავშირების შედეგად კეთდება. ყაისნაღი წვრილი, თავკაუჭიანი ჩხირია და შეიძლება დამზადებული იყოს როგორც ლითონისგან, ასევე ხისგან, ბამბუკისგან ანდა პლასტმასისგან.[1]

ყაისნაღით ქსოვის მაგალითი

ჩვეულებრივ ქსოვასა და ყაისნაღით ქსოვას შორის ძირითადი განსხვავება — გარდა გამოყენებული ხელსაწყოებისა — ის არის, რომ ყაისნაღით ქსოვისას ყოველი ყულფი ბოლომდე კეთდება, სანამ მომდევნოს დაიწყებენ. ჩვეულებრივი ქსოვისას კი ბევრი მარყუჟი ერთდროულად მუშავდება, თუმცა არსებობს რამდენიმე ყაისნაღით ქსოვის ვარიანტი, როგორც მაგალითად ტუნისური ყაისნაღით ქსოვა, რომელიც ასევე ამდაგვარი ქსოვის პროცესით განიმარტება.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება


  ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.