ყაზბეგი (წყალი)
ყაზბეგი — სამკურნალო და სუფრის მინერალური წყალი საქართველოში.
ყაზბეგი არის ნახშირორჟანგიანი და სილიციუმმჟავიანი ჰიდროკარბონატულ-ქლორიდული ნატრიუმ-კალციუმიანი მინერალური წყალი. წყაროები გამოდის თერგის ხეობაში, დაბა სტეფანწმინდიდან 2 კმ.-ში. მინერალური წყალი ცირკულირებს იურულ ქვიშაქვა-ფიქლების წყებაში. დედამიწის ზედაპირთან, გამოზიდვის კონუსების გამოვლის დროს მინერალურ წყალს ერევა გრუნტის წყლები. ჩამოსასხმელად იყენებენ ჭაბურღილიდან მიღებულ წყალს. ჭაბურღილის დებეტია 190 ათ ლ/დღ-ღ, წყაროებისა — 500 ათასი ლ/დღ-ღ. გამოიყენება საჭმლის მომნელებელ ორგანოთა დაავადების დროს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჩიჩუა ტ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 617.