ყაზბეგის სამაროვანი

ყაზბეგის სამაროვანიარქეოლოგიური ძეგლი. მდებარეობს ალექსანდრე ყაზბეგის სახლ-მუზეუმის ეზოში. თარიღდება ძველი წელთაღრიცხვით IV-III საუკუნეებით.

აღმოაჩინეს 1879 წელს, რუსეთის არქეოლოგიური კომისიის წევრებმა ვ. ანტონოვიჩმა, კ. ოლშევსკიმ, ა. და პ. უვაროვებმა. 1877-78 წელს ჩატარებული გათხრების შედეგად, გამოავლინეს ქვის სამი სამარხი. ჩონჩხები ძლიერ იყო დაზიანებული. მიცვალებულები ესვენა ზურგზე, თავით სამხრეთისაკენ, ოდნავ მოკეცილი კიდურებით. სამაროვანში გამოვლინდა ბრინჯაოს მშვილდსაკინძები, სამაჯურები, ბეჭდები, ჯაჭვები, ვერცხლის თავშეუკრავი რგოლები, ოქროს დიდი და პატარა ნატვიფრი ბალთები, ერთხვიიანი საყურე, ფუყე მძივები, რკინის ბეჭდები, მოხრილი დანა და ლურსმნები.

სამაროვნის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს სამკაულები, ქვისა და მინის მძივები, ბრინჯაოს ზარები, რკინის იარაღი, კერამიკა (მცირე რაოდენობით). მასალა ინახება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმსა და საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში.

ლიტერატურა

რედაქტირება