საპროტესტო გამოსვლები ყაზახეთში დაიწყო 2022 წლის 2 იანვარს, მას შემდეგ, რაც გაზზე ფასები მკვეთრად გაიზარდა, რაც ყაზახეთის მთავრობის განცხადებით, გამოწვეული იყო მასზე მაღალი მოთხოვნით და ფასის პოლიტიკის რეგულაციით. საპროტესტო გამოსვლები თავდაპირველად დაიწყო სანავთობო ქალაქ ჟანაოზენში, მაგრამ სწრაფად მოედო ქვეყნის სხვა ქალაქებსაც,[1][2] მათ შორის ქვეყნის უდიდეს ქალაქ ალმათისაც. საპასუხოდ, პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა მანგისთაუს რაიონსა და ალმათიში, რაც 5 იანვრიდან ამოქმედდა. იმავე დღეს გადადგა ქვეყნის მთავრობა პრემიერ-მინისტრის, ასქარ მამინის ხელმძღვანელობით.[3][4]
ყაზახეთის საპროტესტო აქციები (2022) |
---|
მომიტინგეები აქტობეში, 2022 წლის 4 იანვარი |
თარიღი |
2 იანვარი, 2022 — დღემდე |
---|
ადგილი |
ყაზახეთი, ძირითადად მანგისთაუს ოლქი |
---|
გამომწვევი მიზეზი |
|
---|
მიზნები |
- საწვავის ფასის დაწევა
- ყასიმ-ჟომართ თოყაევის და მთავრობის გადადგომა
- ნურსულთან ნაზარბაევისთვის იმუნიტეტის მოხსნა და მისი გადადგომა უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობიდან.
- აკიმების პირდაპირი წესით არჩევა
- 1993 წლის ყაზახეთის კონსტიტუციაზე დაბრუნება
|
---|
მეთოდები |
- დემონსტრაციები
- ინტერნეთ აქტივიზმი
- ბუნტი
|
---|
სტატუსი |
მიმდინარეობს |
---|
მონაწილე მხარეები |
---|
|
მთავარი ფიგურები |
---|
|
|
შედეგი |
- ქვეყნის მთავრობა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გადადგა
- ნურსულთან ნაზარბაევი უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს
|