ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი (დონის როსტოვი)
ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი (რუს. Храм Казанской иконы Божией Матери) — მართლმადიდებლური ტაძარი დონის როსტოვში. მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიას. აგებულია 1996-2007 წლებში.
ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 47°17′24″ ჩ. გ. 39°42′56″ ა. გ. / 47.29000° ჩ. გ. 39.71556° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
პროვინცია | როსტოვის ოლქი |
ადგილმდებარეობა | დონის როსტოვი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | 1996-2007 |
ისტორია
რედაქტირებაყაზანის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი აღმართულია დონის როსტოვში ჩრდილოეთის წყალსაცავის ნაპირზე. აღნიშნული ტერიტორია ადრე ეკუთვნოდა სომხურ ეკლესია სურბ-ხაჩს. ტაძარი დაარსდა 1996 წელს, იმასთან დაკავშირებით, რომ ქალაქის ამ გარეუბნის მოსახლეობის უდიდესი უმრაველსობა მართლმადიდებელი იყო და არ ჰქონდათ მართლმადიდებლური სალოცავი. ადრე ამ რაიონში მოქმედებდა წმინდა ყაზანის ეკლესია, რომელიც 1931 წელს დაანგრიეს.
თავდაპირველად, მშენებლობის დაწყებამდე მომავალი ტაძრის ადგილზე დადგეს სამლოცველო ოთახი, ხოლო ტაძრის მშენებლობა დაიწყეს 2004 წელს. ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი ააშენეს და შიგნიდან მოხატეს 3,5 წელიწადში. 2008 წლის 9 ნოემბერს გაიმართა ტაძრის კურთხევა, რომელიც შეასრულა როსტოვისა და ნოვოჩერკასკის მთავარეპისკოპოსმა პანტელეიმონმა.
ამჟამად ტაძარი, როგორც თანამედროვე ნაგებობა, გაზიფიცირებულია. ეკლესიის სამრეკლო აგურისგანაა აგებული და მასზე ჰკიდია 9 ზარი. ტაძარში ღვთისმსახურება ყოველდღე აღევლინება. ეკლესიის წინამძღვარია დიმიტრი სობოლევსკი.
ეკლესიის მთავარი დღესასწაულებია:
- 21 ივლისი : გამოჩინება ყაზანის ღვთისმშობლის ხატისა
- 4 ნოემბერი : მოსკოვისა და რუსეთის ხსნა პოლონელთა თავდასხმისაგან 1612 წელს[1].
ეკლესიასთან მუშაობს სასულიერო-საგანმანათლებლო კურსები და საკვირაო სკოლა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Храм Казанской иконы Божией Матери г. Ростов-на-Дону
- Храмы Ростова-на-Дону
- Храм Казанской Иконы Божией Матери в Ростове-на-Дону დაარქივებული 2017-08-27 საიტზე Wayback Machine.
- Ростов-на-Дону. Церковь Казанской иконы Божией Матери
- Храм Казанской иконы Божией Матери დაარქივებული 2017-09-14 საიტზე Wayback Machine.
- Виртуальный тур по храму