ღუმურიშის ეკლესია
კათოლიკური ეკლესია
ღუმურიშის ეკლესია — ეკლესია სოფელ ღუმურიშის ცენტრში, გალის მუნიციპალიტეტი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, საქართველო. ეკლესია აგებულია XIX საუკუნეში.
ნაგებობა ერთნავიანი დარბაზული ეკლესიაა. აგებულია 1888-1889 წლებში მრევლის სახსრებით. ეკლესია ნაგებია კირქვის ლოდებით, რომელიც თარაზულადაა განლაგებული. სამხრეთ კედელზე ორი თაღოვანი სარკმელი და თაღოვანი კარია გაჭრილი. თაღოვანი სარკმელია დასავლეთის კედლის ზედა ნაწილშიც.
ამჟამად ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ეკლესიის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია.
ლიტერატურა
რედაქტირება- გამახარია ჯ., აფხაზეთი და მართლმადიდებლობა, თბ., 2005