ღულელების პირველი ნასოფლარი
ღულელების პირველი ნასოფლარი — არქეოლოგიური ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღულელების განაპირას, ჩრდილოეთით, ტყეში. განეკუთვნება ადრინდელ შუა საუკუნეებს. ნასოფლარის ტერიტორიაზე შემორჩენილია სწორკუთხა მოხაზულობის რამდენიმე სხვადასხვა ზომის ბუდე (6 × 4 მეტრი, 8 × 4 მეტრი, 7 × 5 მეტრი და ასე შემდეგ). იქვე გამოვლენილია ადრინდელი შუა საუკუნეების რუხად გამომწვარი, უხეშკეციანი თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ნაკაიძე ნ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 419.