ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი

ოთარ ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი — მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულება თბილისში, დიღმის მასივის ტერიტორიაზე. ფუნქციონირებს 2003 წელიდან.

ცენტრი ჩამოყალიბდა 2002 წელს მსოფლიო ბანკის, იაპონიისა და საქართველოს მთავრობების ხელშეწყობით, ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის, კატასტროფისა და გადაუდებელი მედიცინის ცენტრების შერწყმით. მის შექმნას საფუძვლად დაედო მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოში წარმოდგენილი პროექტი, კერძოდ, თბილისში პერინატალური ცენტრის შექმნის აუცილებლობის შესახებ. ეროვნული სამედიცინო ცენტრი შეიქმნა ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის ცენტრის ბაზაზე, რომელიც 1981 წელს დაარსდა ოთარ ღუდუშაურის ხელმძღვანელობით, 1990 წელს განთავსდა ამჟამინდელ შენობაში და 1993 წელს ღუდუშაურის სახელი მიენიჭა. ცენტრი გაშლილია 320 საწოლზე (2024 წლის მონაცემებით) და აქვს სტაციონარული, ამბულატორიული, დიაგნოსტიკური და რეფერალური მომსახურება.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  • gudushauri.ge — ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის ოფიციალური ვებგვერდი.