ღრუბელა იმერული — ქართული აბორიგენული რუხყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში იმერეთიდან.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სუსტად დანაკვთული, ზოგჯერ თითქმის მთლიანი ან სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარის შებუსვა ხშირი აბლაბუდისებრია. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი მცირე ზომისაა, ცილინდრული ფორმის, კუმსი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, რუხი-მომწვანო, მოიისფრო ელფერით. კანი სქელი აქვს კარგად გამოსახული ცვილისებრი ფიფქით. რბილობი მკვრივია.

ღრუბელა იმერული საშუალო ზრდისაა, სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე დაახლოებით 169 დღეა, სრულ სიმწიფეში ოქტომბრის ბოლო რიცხვებში შედის. მტევნის წონა 185 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 8.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19-21%-ს, ხოლო მჟავიანობა — 7.5-8 გ/ლ-ს.

ჯიში გამოიყენება ღია ვარდისფერი, მშრალი სუფრის ღვინის დასამზადებლად. ღვინო ნაკლებჰარმონიულია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 398