ღომის ციხე — მდებარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტში. შემორჩენილია ციხის აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლის ფრაგმენტები. ძეგლს მისასვლელი სამხრეთ-აღმოსავლეთიდან აქვს. იგი აგებულია დიდი ზომის ფლეთილი ქვებით დუღაბზე, ჩრდილოეთიდან ციხეს კონტრფორსებიც ჰქონია. ციხე ქრონოლოგიურად შუა საუკუნეებში თავსდება.

ღომის ციხე
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო
სტატუსი დანგრეული
ისტორია
თარიღდება შუა საუკუნეები

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 10821