ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ღირსი აღაპი - მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 1 მარტი, ახალი სტილით - 14 მარტი. ღირსი აღაპი ვატოპედის სავანეში მოღვაწე მდუმარე ბერის მორჩილი იყო. ის წმიდა ათონის ნაპირზე გადმოსულმა თურქებმა შეიპყრეს და მაგნეზიაში წაიყვანეს. 12 წელი იყო აღაპი ტყვეობაში, მაგრამ განთავისუფლების იმედი არ დაუკარგავს, მხურვალედ ევედრებოდა შემწეობას ღვთისმშობელს. ერთხელ ყოვლადწმიდა ქალწული გამოეცხადა მას, გაამხნევა და მოძღვართან დაბრუნება აღუთქვა. ბორკილებისაგან სასწაულებრივად განთავისუფლებულმა აღაპიმ ჩამოაღწია მოძღვრამდე, ამ უკანასკნელმა კი, მორჩილების გამოსაცდელად, უკან დაბრუნება უბრძანა სულიერ შვილს. ღირსი აღაპი უსიტყვოდ დაემორჩილა მოძღვარს, უკანვე დაბრუნდა და ყველაფერი მოუყვა თავის ბატონს, ასეთი საქციელითა და ზნეობით განცვიფრებულმა ბატონმა არა მარტო გაათავისუფლა აღაპი, არამედ თავის ორ ვაჟთან ერთად თვითონაც გაჰყვა მას წმიდა მთაზე, ბერად აღიკვეცა და სიცოცხლის დარჩენილი დღეები ღვთის სამსახურში გალია.

ლიტერატურა

რედაქტირება

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, გვ. 225, თბილისი, 2001 წ.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ღირსი_აღაპი“-დან