ღვიძლის პეპელა (ლათ. Fasciola hepatica) — პარაზიტული ჭია დიგენეზური მწოველების კლასისა. აქვთ ფოთლის მსგავსო სხეული, რომლის სიგრძეა 2-5 სმ. აქვს 2 მისაწოვარი (პირისა და მეცლის). ბინადრობს უმთავრესად ბალახის მჭამელი ძუძუმწოვრების, იშვიათად — ადამიანის ღვიძლში, ნაღვლის სადინარებში, ბაღვლის ბუშტში. ღვიძლის პეპლის კვერცხები ვითარდება წყალში, მატლები და მათი პართენოგენეზური თაობა — შორისულ მასპინძელში (უმთავრესად მცირე ტბორულაში). აქედან გამოსული მატლი (ცერკარია) ცურავს, შემდეგ ემაგრება წყლისა და სანაპირო მცენარეებს, იკეთებს ცისტას და გარდაიქმნება ადოლესკარიად. საბოლოო მასპინძელში მოხვედრილი ადოლესკარია აღწევს მის ღვიძლში, იზრდება, მწიფდება და იწვევს ფასციოლოზმს.

ლიტერატურა

რედაქტირება