ღვინის თეთრი
ღვინის თეთრი — ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში კახეთიდან.
ვაზის სახელწოდება მისი ყურძნის დანიშნულებას გამოხატავს.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი საშუალო ან საშუალოზე დიდი ზომისაა, მომრგვალო ან გულისმაგვარი ფორმის, სამნაკვთიანი, სუსტად ან საშუალოდ დანაკვთული, ზოგჯერ მთლიანი. ფოთლის ქვედა მხარე ოდნავაა შებუსული ჯაგრისებრად. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, მეჩხერი ან საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, მოქარვისფრო, თხელკანიანი, ცვილისებრი ფიფქით საკმაოდ დაფარული. რბილობი წვნიანია, კნატუნა, სასიამოვნო გემოთი.
ღვინის თეთრი საშუალო ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი 136-142 დღეს შორის მერყეობს. სრულ სიმწიფეში სექტემბრის პირველ ნახევარში შედის. მტევნის წონა 140-160 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 6.0-8.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18-24%-ს, ხოლო მჟავიანობა — 5.5-8 გ/ლ-ს.
გამოიყენება ხარისხიანი სუფრის თეთრი, მშრალი ღვინის დასამზადებლად და სასუფრე ყურძნად.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 393