ღვთისმშობლის ხატის ცხოველმყოფელი წყაროს ტაძარი (ცარიცინო)

ღვთისმშობლის ხატის ცხოველმყოფელი წყაროს ტაძარი (რუს. Храм иконы Божией Матери «Живоносный Источник») — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ეკლესია დაარსებულია XVIII საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის სამხრეთის ადმინისტრაციული ოლქის ცარიცინოს რაიონში. აგებულია 1722 წელს. ნაკურთხია ღვთისმშობლი ხატის „ცხოველმყოფელი წყაროს“ სახელზე.

ღვთისმშობლის ხატის ცხოველმყოფელი წყაროს ტაძარი
ღვთისმშობლის ხატის ცხოველმყოფელი წყაროს ტაძარი (ცარიცინო) — რუსეთი
ღვთისმშობლის ხატის ცხოველმყოფელი წყაროს ტაძარი (ცარიცინო)
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°37′01″ ჩ. გ. 37°40′53″ ა. გ. / 55.61694° ჩ. გ. 37.68139° ა. გ. / 55.61694; 37.68139
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7710115026
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) პეტრე ლავინი
ხუროთმოძღვრული სტილი ელიზავეტინის ბაროკო
თარიღდება 1722

ტაძრის მთავარი საკურთხეველი აკურთხია ღვთისმშობლი ხატის „ცხოველმყოფელი წყაროს“ სახელზე. ეგვტერები კი დიმიტრი თესალონიკელისა და ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელზე.

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ისტორაია

რედაქტირება

თავდაპირველად ტაძრის ადგილზე მდებარეობდა ხის ეკლესია, რომლებიც ააგეს ბოარმა სტრეშნევებმა.

ქვის ტაძარი ააგეს 1722 წელს მოლდავიის გოსპოდარისა და პოლიტიკური მოღვაწის დიმიტრი კანტემირის დაკვეთით. 1759-1765 წლებშიმატვეი კანტემირის სურვილით ტაძარი მთლიანად გადააკეთეს (არქიტექტორი უცნობია). მიაშენეს ჩრდილოეთის ეგვტერი დიმიტრი თესალონიკლელის სახელზე, რომელიც შექმნა მამის პატივისცემის ნიშნად. მალევე ტაძარი გახდა თავადების საგვარეულო განსასვენებელი. 1771 წელს მასში დაკრძალეს თავადი მ. დ. კანტემირი, ხოლო მოგვიანებით მისი ცოლი ა. ი. კანტემირი.

1775 წელს ცარიცინის სასახლის ასაშენებლად ეკატერინე II-მ კანტემირებისაგან იყიდა მთი სამფლობელო. არქიტექტორმა ვასილი ბაჟენოვმა, სასახლის კომპლექსის შემუშავებისას, ეკლესია შეინარჩუნა შენობების ანსამბლში.

სასახლის ანსამბლის შექმნის შემდეგ, 1883-1885 წლებში ტაძარი გადააკეთეს არქიტექტორ პეტრე ლავინის ხელმძღვანელობით. მიაშენეს სამხრეთი ეგვტერი ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელზე. გააფართოეს სატრაპეზოც.

1939 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ ტაძარი დახურა. ეკლესიის შენობაში განათავსეს ტრანსფორმატორული ქვესადგური, 1970-იან წლებში - ტიპოგრაფია, ხოლო 1975 წლიდან სარესტავრაციო სახელოსნო.

1990 წელს ეკლესია გადაეცა მორწმუნეებს და კვლავ აკურთხეს. წინამძღვრად დანიშნეს დიაკვანი გიორგი ბრეევი. წარიმართა სარესტავრაციო სამუშაოები, რომელიც დასრულდა 1998 წელს. 2009 წლის ივნისიდან წინამძღვარია ოლეგ კორიტკო.

ეკლესიასთან მოქმედებს სამრევლო ბიბლიოთეკა, საკვირაო სკოლა, მართლმადიდებლური სკოლა, მართლმადიდებლური ცენტრი „ცხოველმყოფელი წყარო“, რომელიც აწყობს პილიგრიმულ ტურებს, მუშაობს წიგნების მაღაზია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება