დიმიტრი კანტემირი
დიმიტრი კანტემირი (რუმ. Dimitrie Cantemir,დ. 26 ოქტომბერი, 1673, მოლდოვის სამთავრო — გ. 1 სექტემბერი [ძვ. სტ. 21 აგვისტო], 1723, დმიტროვსკი, რუსეთის იმპერია) — მოლდოვის და რუსეთის სახელმწიფო მოღვაწე. მოლდოვის სამთავროს გოსპოდარი (1693, 1710-1711 წწ.).
დაიბადა მოლდოვის სოფელ სილიშტენში გოსპოდარ კონსტანტინ კანტემირის ოჯახში. 1687-1691 წლებში კონსტანტინოპოლში მძევლად ყოფნის პერიოდში შეისწავლა თურქული და სპარსული ენები. სწავლობდა ასევე ისტორიას, არქიტექტურას, ფილოსოფიასა და მატემატიკას. 1710 წელს რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს დაინიშნა მოლდოვის მთავარად. 1711 წელს პეტრე I-ტან დადო ლუცკის ხელშეკრულება ოსმალეთის საწინააღმდეგოდ. ხელშეკრულების თანახმად მოლდოვამ შეინარჩუნა ავტონომია და გადავიდა რუსეთის ხელმძღვანელობის ქვეშ.
კანტემირს სურვილი ჰქონდა გადაერჩინა თავისი ქვეყანა ოსმალეთის ბატონობისაგან. ის ვალდებული იყო ეცნობებინა პეტრესათვის თურქეთის საქმიანობის შესახებ. ხელშეკრულება შედგებოდა 17 პუნქტისაგან და მთავარი დებულებები მიტროპოლიტ გედეონის მიერ 1686 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულების ტექსტის მიხედვით მეორდებოდა. მოლდოვეთის ხელისუფლებას უნდა ეღიარებინა მოსკოვის გავლენა, შეენარჩუნებინა დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსი. შეუნარჩუნდა პრივილეგიები მოლდოვეთის ბოიარებს. სამეფო ტახტი გადავიდა კანტემირების დინასტიის ხელში. მოლდოვეთს უნდა დაბრუნებოდა ოსმალების მიერ წართმეული მიწა და განთავისუფლებულიყო ხარკისგან. ქვეყანა უნდა გათავისუფლებულიყო თურქების ზეგავლენისგან. ხელშეკრულებამ გამოქვეყნებისთანავე მოიპოვა მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა, მაგრამ ზოგიერთი თავადი ოსმალეთთან დაპირისპირების წინააღმდეგი იყო. ხელშეკრულება ხელსაყრელი იყო მოლდოვეთისთვის. ამ ყველაფრის განხორციელების შემთხვევაში თურქეთის გავლენა შემცირდებოდა მოლდოვეთზე, ხოლო რუსეთის გავლენა უფრო გაიზრდებოდა.
პრუტის ლაშქრობის შემდეგ დადებული ხელშეკრულების შემდეგ ლუცკის ხელშეკრულებამ ძალა დაკარგა. მოლდოვეთი დარჩა თურქების ვასალი და დიმიტრი კანტემირი გაიქცა რუსეთში.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Descriptio Moldaviae at Latin Wikisource
- (რუმინული) Istoria ieroglifică at Romanian Wikisource
- Greek Turkish friendship through music
- Marek, Miroslav. Genealogy of the Cantemir family. Genealogy.EU. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-10-27. ციტირების თარიღი: 2015-05-08.