ღვთისმშობლის ხატის ყოველთა მწუხარეთა სიხარულის ეკლესია (ნიჟნი-ტაგილი)
ღვთისმშობლის ხატის ყოველთა მწუხარეთა სიხარულის ეკლესია (რუს. Церковь иконы Божией Матери «Всех скорбящих Радость») — მართლმადიდებლური ეკლესია სვერდლოვსკის ოლქში, ქალაქ ნიჟნი-ტაგილში. ეკლესიის მშენებლობა მიმდინარეობდა 1864-1883 წლებში.
ღვთისმშობლის ხატის ყოველთა მწუხარეთა სიხარულის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 57°53′42″ ჩ. გ. 59°59′53″ ა. გ. / 57.89500° ჩ. გ. 59.99806° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | ნიჟნი-ტაგილი, სვერდლოვსკის ოლქი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | XIX საუკუნე |
ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ნიჟნი-ტაგილის ეპარქიას.
ისტორია
რედაქტირებაღვთისმშობლის ხატის „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ ეკლესიის მშენებლობა დაიწყო 1864 წელს, როგორც სასაფლაოს ეკლესია. იგი შენდებოდა ვაჭარ ი. ი. სერგიევის ფინანსებით. ტაძრის კურთხევა შედგა 1883 წელს და მიაწერეს ქალაქის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესიას. ამავე წლიდან ქალაქის სასაფლაოს ტაძართან მდებარეობდა ქალთა თავშესაფარი, რომელიც 1902 წლიდან გადაკეთდა ქალთა საზოგადოებად, ხოლო 1904 წლიდან საზოგადოებამ მიიღო მონასტრის სტატუსი. 1905-1914 წლებში მონასტრის ტერიტორიაზე, მწუხარების ეკლესიის ახლოს ააგეს დიდი სამსაკურთხევლიანი შვიდგუმბათიანი ჯვართამაღლების საკათედრო ტაძარი.
1923 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ ღვთისმშობლის ხატის ყოველთა მწუხარეთა სიხარულის ეკლესია დახურა, მონასტრის საზოგადოებამ ჩამოაყალიბა სასოფლო საბჭოს კომუნა „Улей“. ჯვართამაღლების საკათედრო ტაძარში განათავსეს ყაზარმები, ხოლო ღვთისმშობლის ხატის ყოველთა მწუხარეთა სიხარულის ეკლესიის შენობას გამოიყენებდნენ როგორც საბავშვო სახლის ბიბლიოთეკას. ეკლესიის გარშემო სასაფლაო გაანადგურეს, ხოლო მისი ადგილი გააშენიანეს. 1992 წელს ეკლესია გაარემონტეს და დაუბრუნდა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას.
აღწერა
რედაქტირებაეკლესია მდებარეობს ღვთისმშობლის ხატის სახელობის მონასტრის ტერიტორიაზე. მონასტრის ტერიტორიაზე მდებარეობს საბავშვო სახლი.
ღვთისმშობლის ხატის ყოველთა მწუხარეთა სიხარულის ეკლესია აგებულია ფსევდორუსული ეკლექტიკის სტილში. ეკლესიის კედლები ცისფერია, თეთრი თაღოვანი და სწორკუთხა ფანჯრებით. ეკლესიის კუთხეები დამშვენებულია ორმაგი თეთრი პილასტრებით.