ღვთისმშობლის ხატის ზეციური სასწაულის ტაძარი (ხოვრინო)

ღვთისმშობლის ხატის ზეციური სასწაულის ტაძარი (რუს. Храм иконы Божией Матери «Знамение») — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია XVII საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ჩრდილოეთის ადმინისტრაციული ოლქის ხოვრინოს რაიონში.

ღვთისმშობლის ხატის ზეციური სასწაულის ტაძარი
ღვთისმშობლის ხატის ზეციური სასწაულის ტაძარი (ხოვრინო) — რუსეთი
ღვთისმშობლის ხატის ზეციური სასწაულის ტაძარი (ხოვრინო)
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°51′52″ ჩ. გ. 37°30′33″ ა. გ. / 55.86444° ჩ. გ. 37.50917° ა. გ. / 55.86444; 37.50917
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7710302009
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) მიხაილ ბიკოვსკი
თარიღდება XVII საუკუნე

ტაძრის მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია ღვთისმშობლის ხატის ზეციური სასწაულის სახელზე. ეგვტერები ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა და ევგრაფი წამებულის სახელზე.

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

წერილობით წყაროებში ხოვრინო ცნობილია 1585 წლიდან, თუმცა არ არის ცნობილი სოფელში ამ პერიოდიდან ეკლესიის არსებობის შესახებ. პირველად სოფელ ხოვრინოში ტაძარი მოიხსენიება 1623-1624 წლებში, ხოვრინოს შესახებ საუბრისას დოკუმენტი მას უწოდებს „საეკლესიო ადგილს“, სავარაუდოდ, არეულობის ხანაში სოფელში დაანგრიეს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი.

ეკლესია აღადგინეს მხოლოდ 1646 წელს, ხოლო 1682 წელს სოფელში ააშენეს მეორე სამეგვტერიანი ეკლესია ღვთისმშობლის ხატის ზეციური სასწაულის სახელზე. ფრანც ლეფორტის გარდაცვალების შემდეგ პეტრე პირველმა დაიახლოვა ფიოდორ გოლოვინი, რომელიც დააჯილდოვა წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ორდენით და მიანიჭა გენერალ-ფელდმარშლისა და გენერალ-ადმირალის წოდება. გოლოვინის ჯილდო გახდა ასევე სოფელი ხოვრინო, რომელსაც მისი გარდაცვალების შემდეგ მისი შვილი ნიკოლაი გოლოვინი ფლობდა, რომლის ბრძანებითაც 1740 წელს ძველი, ხის ღვთისმშობლის ხატის ზეციური სასწაულის ტაძარი დაანგრიეს და მის ადგილზე ააშენეს ქვის ახალი ეკლესია, რომლის მშენებლობაც დასრულდა 1741 წელს.

1860 წელს გოლოვინების ყოფილი საკუთრება შეიძინა სასახლის მრჩეველმა ევგრაფ მოლჩანოვმა, რომელმაც გადაწყვიტა ხოვრინოში აეშენებინა ახალი ტაძარი. ტაძრის პროექტი დაუკვეთეს არქიტექტორ მიხეილ ბიკოვსკის, რომელსაც უკვე მოლჩანოვის ფინანსებით აგებული ჰქონდა ბელი-გოროდის სამების ეკლესია. ახალ ეკლესიას საფუძველი ჩაუყარეს 1868 წელს და მისი მშენებლობა გაგრძელდა ორი წელი. ტაძრის კურთხევა შედგა 1871 წელს.

1937 წელს საბჭოთა ხელისუფლების ბრძანებით ეკლესიის მსახური არქიმანდრიტი ამბროსი დახვრიტეს, ეკლესიაში მსახურება არარეგულარული გახდა და 1939 წელს ეკლესია საბოლოოდ დახურეს. 1941 წელს ტაძრის შენობაში განათავსეს ჰოსპიტალი, ომის შემდეგ დიდი ხნის მანძილზე ტაძარი მიტოვებული იყო, ხოლო 1960 წელს მასში განათავსეს უსინათლოთა არტელი. 1980 წლიდან შენობა გარაჟად გამოიყენება. 1972 წლიდან ხოვრინო სახელმწიფო დაცვის ქვეშაა, მათ შორის ხოვრინს ტაძარიც, რომელშიც 1979 წლიდან სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელმაც უფრო გააუარესა ტაძრის მდგომარეობა.

1991 წელს ტაძარი რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას გადაეცა, 1994 წლიდან მოქმედება დაიწყო განახლებულმა ქვედა ტაძარმა, რომელიც ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზეა აგებული. ზემო, ღვთისმშობლის ხატის ზეციური სასწაულის ტაძარში კი ღვთისმსახურება მიმდინარეობს 1997 წლიდან.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Паламарчук П. Г. Окраины Москвы. Инославие // Сорок сороков Краткая иллюстрированная история всех Московских храмов. — Москва: Астраль, 2004. — Т. 3. — С. 59 — 69. — 696 с. — 7000 экз. — ISBN 978-5-271-07711-X.
  • Е.Е. Андреева Энциклопедический справочник. Грачёвка : Москва. — Большая Российская Энциклопедия, 1992.