ღვერთეთის წმინდა გიორგის ეკლესიის ნანგრევი

ღვერთეთის წმინდა გიორგის ეკლესიის ნანგრევი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვერთეთში. ეკლესია ნაგებია ფლეთილი და რიყის ქვით. ეკლესიიდან შემორჩენილია აბსიდის ჩრდილოეთი ნაწილი სწორკუთხა ნიშით და ჩრდილოეთი კედლის ფრაგმენტებით.

ნაგებობის გარშემო მიწის დონე აწეულია. ტერიტორიაზე ყრია ჩამონაშალი ქვა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, ზნაურის (ყორნისი) რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. II, 2004