ქურთის ნაეკლესიარი

ქურთის ნაეკლესიარი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქურთაში. აგებულია შუა საუკუნეებში.

ძეგლი მდებარეობს ნასოფლარ მეტეხში. ეკლესიიდან შემორჩენილია ჩრდილოეთი კედლის ფრაგმენტები 30 სმ სიმაღლის. ქვა ადგილობრივი წარმოშობისაა და ფლეთილია. დანარჩენი კედლების მხოლოდ საძირკვლის კვალია. მთლიანი გეგმა არ იკითხება.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ.,185