ქსნის მეორე ნამოსახლარი
არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში
ქსნის მეორე ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტს სოფელ ქსანში, გორაზე, ნასტაკისის ველის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ქსნის მარცხენა ნაპირზე. ნაგებობა მრავალფენიანია. თარიღდება პერიოდით: ბრინჯაოს ხანიდან ადრინდელი ფეოდალურ ხანამდე.
ნამოსახლარი 1971 წელს დაიზვერა ისტორიის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის მცხეთის სადაზვერო არქეოლოგიურმა ექსპედიცის მიერ. გორანამოსახლარის ამხრეთ კალთის ცენტრალურ ნაწილში გავლებული იქნა საკონტროლო თხრილი. კულტურული ფენები შემონახულია კარგად. ნაწილი გორისა ამჟამად გადარეცხილია, ნაწილი მშენებლობის დროს დაინგრა, ნაწილი კი ნაყარი ნიწითაა დაფარული. მოპოვებული მასალა ინახება მცხეთის მუზეუმში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბოხოჩაძე ა., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 313.