ქსნის ერისთავიანთ ისტორია (H-2496)

ქსნის ერისთავიანთ ისტორია (H-2496) — XIX საუკუნის ქართული ხელნაწერი. ხელნაწერის თავდაპირველი ვარიანტი, სავარაუდოდ, ერთ-ერთი ფეოდალური საგვარეულოს პირადი ბიბლიოთეკისათვის იყო შედგენილი. ნუსხას ახლავს ანდერძი, რომლის მიხედვითაც ეს ისტორია უპოვიათ და ხელახლა გადაუწერიათ XIX საუკუნეში. გადაწერილია კნეინა მარიამ ერისთავისა და ქსნის ერისთავის ძე გიორგის მიერ 1828 წელს.

ერთ-ერთი გვერდი, შალვა ერისთავის ძის გამოსახულებით

საწერ მასალად გამოყენებულია ქაღალდი. შეიცავს რვა ფურცელს, რომელთა ზომებია 35X23 სანტიმეტრი. ნაწერია მხედრული დამწერლობით, შავი მელნით. ახლავს პრიმიტიული მხატვრობის ნიმუშები.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქართული ხელნაწერი წიგნი, V-XIX საუკუნეები, თბილისი, 2012, გვ. 116