ქსნის აგურ-კრამიტის ქარხანა
ისტორიული ძეგლი
ქსნის აგურ-კრამიტის ქარხანა — ისტორიული ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსანში, რკინიგზის სადგურის ქსნის პირდაპირ, ნასტაკისის ველზე. ააგო იტალიელმა მეწარმემ ანჟელო ანდრე ოლეტიმ 1907 წელს. ქარხანამ საქართველოში ერთ-ერთმა პირველმა გამოუშვა ეგრედწოდებული მარსელური კრამიტი. 1922 წელს ქარხანა ნაციონალიზებული იქნა. ქსნის ახლანდელი აგურ-კრამიტის ქარხანა ანდრეოლეტის ქსნის ბაზაზეა შექმნილი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბერძენიშვილი ც., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 313.