ქსერქსეს არხი
ქსერქსეს არხი (ბერძ. Διώρυγα του Ξέρξη) — ძველი სანაოსნო არხი აიონ-ოროსის ნახევარკუნძულის ყელზე, ჩრდილოეთ საბერძნეთში. გაიჭრა აქამენიანური ირანის მეფის ქსერქსე I-ის ბრძანებით, საბერძნეთში ლაშქრობის (ძვ. წ. 480) წინ, რათა თავი აერიდებინათ ამ ნახევარკუნძულის კონცხის სახიფათო პირობებისთვის, რომელმაც მანამდე (ძვ. წ. 492) სპარსეთის ფლოტი შეიწირა. ჰეროდოტეს თანახმად, არხის სიგრძე იყო 2,2–2,3 კმ, სიგანე არანაკლებ 30 მეტრი (შესაძლებელი იყო გვერდი-გვერდ ორი ტრირემის გავლა). ზოგიერთი მონაკვეთი, რომელიც ფინიკიელებმა ააშენეს, სიღრმეში 4 მეტრამდე იყო. არხი მალევე დაიფარა ნალექებით, დღეისათვის შემორჩენილია მხოლოდ ფართო ღრმული მის ცენტრალურ ნაწილში.[1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Jones, R. E.; Isserlin, B. S. J.; Karastathis, V.; Paramarinopoulos, S. P.; Syrides, G. E.; Uren, J.; Balatsas, I.; Kapopoulos, Ch.; Maniatis, Y.; Facorellis, G. (სექტემბერი, 2000). „Exploration of the Canal of Xerxes, Northern Greece: the role of geophysical and other techniques“. Archaeological Prospection. 7 (3): 147–170. doi:10.1002/1099-0763(200009)7:3<147::AID-ARP132>3.0.CO;2-2. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება)