ქსელის მართვის პროგრამა

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ქსელის მართვის პროგრამა (ინგლ. Network Control Program - NCP) — ARPANET-ის ქსელური პროტოკოლების პირველი სტანდარტი. რომელიც შეიმუშავა „ქსელის სამუშაო ჯგუფმა“ (NWG) სტივ კროკერის ხელმძღვანელობით.

NCP ახდენდა ARPANET-ის ინტერფეისის სტანდარტიზაციას, რითაც ქსელში ჩართვის საშუალებას აძლევდა DARPA-ს თანდათანობით მზარდ საიტებს.

NCP უზრუნველყოფდა დაკავშირებასა და ნაკადთა კონტროლს ARPANET-ის ქსელში მომუშავე კომპიუტერებზე გაშვებულ პროცესებს შორის. აპლიკაციის სერვისები, როგორიცაა მომხმარებლის ელ. ფოსტა და ფაილთა გადაცემა, შეიქმნა NCP-ს საფუძველზე. NCP იყო გადაცემის მართვის პროტოკოლის (TCP) წინამორბედი. ის იყო სიმპლექსური პროტოკოლი, რომელიც იყენებდა მომხმარებელთა ელექტრონული ფოსტის მისამართებს და მათი დაკავშირებით ამყარებდა კომუნიკაციას.

NCP არსებითად უზრუნველყოფდა სატრანსპორტო დონეს, რომელიც შედგებოდა ARPANET Host-to-Host პროტოკოლისგან (AHHP) და საწყისი კავშირის პროტოკოლისგან (ICP). AHHP-მ განსაზღვრა პროცედურები ცალმხრივი ნაკადით კონტროლირებადი მონაცემთა ნაკადის გადასაცემად ორ ჰოსტს შორის. ICP-მ განსაზღვრა ასეთი ნაკადების ორმხრივი წყვილის დამყარების პროცედურა მასპინძელ პროცესებს შორის. აპლიკაციურ პროტოკოლებს (მაგ., FTP) წვდომა აქვთ ქსელის სერვისებზე NCP-ის ზედა დონის ინტერფეისის საშუალებით.

TCP/IP-ზე გადასვლა

რედაქტირება

1983 წლის 1 იანვარს, როდესაც ARPANET-მა შეცვალა თავისი ძირითადი ქსელური პროტოკოლები NCP-დან უფრო მოქნილ და მძლავრ TCP/IP პროტოკოლების კომპლექტზე, NCP ოფიციალურად მოძველებულად გამოცხადდა.[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. NCP/TCP TRANSITION PLAN