გრაფი ქსავიე დე მესტრი (ფრანგ. Xavier de Maistre; დ. 10 ოქტომბერი, 1763, შამბერი, ახლანდ. სავოიის დეპარტამენტი, საფრანგეთი, — გ. 12 ივნისი, 1852, სანქტ-პეტერბურგი. რუსეთი) — ფრანგი მწერალი, რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1812), ნაპოლეონის ომების მონაწილე; ცნობილი ფილოსოფოსის და კონტრრევოლუციური მწერლის, ჟოზეფ დე მესტრის უმცროსი ძმა.

ქსავიე დე მესტრი
დაბადების თარიღი 8 ნოემბერი, 1763(1763-11-08)[1] [2] [3] [4] [5] [6]
დაბადების ადგილი Chambéry, Savoy, სარდინიის სამეფო[2] [7] [5]
გარდაცვალების თარიღი 12 ივნისი, 1852(1852-06-12)[1] [2] [8] [3] [9] [10] [11] [12] [5] [13] (88 წლის)
გარდაცვალების ადგილი სანქტ-პეტერბურგი[2] [7] [5]
დასაფლავებულია სმოლენსკის ლუთერანული სასაფლაო
საქმიანობა მწერალი[13] [14] , მხატვარი[15] და სამხედრო
ენა ფრანგული ენა
მოქალაქეობა Kingdom of Sardinia
Magnum opus Voyage Around My Room, Q19195643?, Q19212737?[6] , Q19184082?[6] , Q19170476?[6] და Oeuvres complètes[6]
ჯილდოები ოქროს ხმალი მამაცობისათვის
მეუღლე Sophie Zagryazhsky
ხელმოწერა

1784 წლიდან მსახურობდა სარდინიის სამეფოს არმიაში, მონაწილეობდა ომში საფრანგეთის რევოლუციური არმიის წინააღმდეგ (1792). შემდეგ ემიგრაციაში იყო. 1794 წელს ტურინში დუელში მონაწილეობის გამო დაპატიმრებულმა უფროსი ძმის დახმარებით გამოაქვეყნა სათავგადასავლო-ფანტასტიკური რომანი „მოგზაურობა ჩემი ოთახის გარშემო“, რომელმაც მალევე მოიპოვა პოპულარობა. 1799 წელს გენერალ პეტრე ბაგრატიონის მიწვევით შეუერთდა საფრანგეთის წინააღმდეგ იტალიასა და შვეიცარიაში მოქმედ რუსულ არმიას, რომელსაც შემდეგ რუსეთში გაჰყვა. ცხოვრობდა მოსკოვში და თავს მხატვრობით ირჩენდა. ძმის, ჟოზეფ დე მესტრის, პეტერბურგში სარდინიის ელჩად მივლინების შემდეგ ქსავიე დე მესტრმა საადმირლოში დაიწყო მუშაობა და 1805-1810 წლებში იყო საზღვაო მუზეუმის დირექტორი. 1807 წელს პოდპოლკოვნიკის ჩინით დაბრუნდა სამხედრო სამსახურში. 1810-1812 წლებში პოლკოვნიკი დე მესტრი კავკასიაში იბრძოდა; თავი გამოიჩინა ახალციხის ალყისას, სადაც დაიჭრა. 1812 წელს მონაწილეობდა ნაპოლეონის ჯარებთან ბრძოლაში კობრინთან და კრასნისთან (აქ გამოჩენილი მამაცობისთვის მიიღო გენერალ-მაიორის წოდება), 1813 წელს — დანციგის ალყაში. 1815-1816 წლებში იყო პორტების სამხედრო ინსპექტორი ფინეთში. 1816 წელს თანამდებობიდან გადადგა. შემდგომი წლები წერას, მხატვრობასა და ევროპაში მოგზაურობას დაუთმო. გარდაიცვალა პეტერბურგში 1852 წელს.

თხზულებები

რედაქტირება
  • Voyage autour de ma chambre (1794), ქართული თარგმანი — მოგზაურობა ჩემი ოთახის გარშემო : [რომანი] / ქსავიერ დე მესტრი ; ფრანგ. თარგმნა დიმიტრი გოგოლაშვილმა. - 1-ლი გამოც.. - თბ., 2014;
  • Le Lépreux de la Cité d'Aoste (1811);
  • Les Prisonniers du Caucase (1825);
  • La Jeune Sibérienne (1825);
  • Expédition Nocturne Autour de ma Chambre (1825).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Словарь русских генералов, участников боевых действий против армии Наполеона Бонапарта в 1812—1815 гг. // Российский архив. История Отечества в свидетельствах и документах XVIII—XX вв. : Сборник. — М.: студия «ТРИТЭ» Н. Михалкова, 1996. — Т. VII. — С. 473—474. — ISSN 0869-20011. (Комм. А. А. Подмазо)
  • Herbermann, Charles, ed. (1913). "Xavier de Maistre" . Catholic Encyclopedia. New York: Robert Appleton Company.
  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118781340 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Краткая литературная энциклопедияМосква: Советская энциклопедия, 1962. — Т. 4. — С. 791–792.
  3. 3.0 3.1 Xavier de (Comte) Maistre
  4. Benezit Dictionary of ArtistsOUP, 2006. — ISBN 978-0-19-977378-7
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 www.accademiadellescienze.it
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 Izzi G. Dizionario Biografico degli Italiani — 2006. — Vol. 67.
  7. 7.0 7.1 Местр Ксавье де // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  8. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  9. SNAC — 2010.
  10. Internet Speculative Fiction Database — 1995.
  11. Babelio — 2007.
  12. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  13. 13.0 13.1 The Fine Art Archive — 2003.
  14. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  15. Union List of Artist Names — 2008.