ქრისტინა სიფუენტესი

მარია ქრისტინა სიფუენტეს კუენკასი (ესპ. María Cristina Cifuentes Cuencas, დ.1 ივლისი, 1964) — ესპანელი პოლიტიკოსი, იურისტი, ესპანეთის სახალხო პარტიის წევრი. მადრიდის ასამბლეის დეპუტატი 1991-2018 წლებში; ესპანეთის მთავრობის წარმომადგენელი მადრიდის ავტონომიურ გაერთიანებაში 2015-2018 წლებში. 2017-2018 წლებში ხელმძღვანელობდა პარტიის რეგიონულ განყოფილებას.

ქრისტინა სიფუენტესი
ქრისტინა სიფუენტესი
მადრიდის ავტონომიური გაერთიანების თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
25 ივნისი, 2015 – 28 აპრილი, 2018

დაბადებული1 ივლისი, 1964 (1964-07-01) (60 წლის)

ბიოგრაფია

რედაქტირება

ქრისტინა სიფუენტესი დაიბადა 1964 წლის 1 ივლისს, არტილერიის გენერლის ხოსე ლუისა სიფუენტესის ოჯახში. იგი იყო მეშვიდე შვილი. მადრიდის გიმნაზიაში სწავლისას, თექვსმეტი წლის ქრისტინა, 1980 წელს შეუერთდა პარტია „სახალხო ალიანსის“ ახალგაზრდულ ორგანიზაცია „ახალ თაობას“.

მან დაამთავრა მადრიდის უნივერსიტეტ კომპლუტენსეს იურიდიული ფაკულტეტი. პოლიტიკური კარიერა დაიწყო „სახალხო ალიანსში“ მრჩევლად ყოფნით. 1987 წელს ის მონაწილეობდა ევროპის პარლამენტის არჩევნებში.

1900 წელს მიიღო სამუშაო კომპულუტენსეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში. 1995-1999 წლებში იკავებდა მიგელ ანტონიო კაროს საუნივერსიტეტო კოლეჯის დირექტორის თანამდებობას, ამავე წლებში იყო „Radiotelevisión Madrid“ დირექტორთა საბჭოს წევრი. იგი აგრეთვე იყო ახალად შექმნილი, მეფე ხუან კარლოსის სახელობის უნივერსიტეტის ადმინისტრაციული საბჭოს წევრი. 1995-2003 წლებში გახლდათ მადრიდის ავტონომიური გაერთიანების კულტურული საბჭოს წევრი.

1991 წელს იგი მონაწილეობდა მადრიდის ასამბლეის არჩევნებში სახალხო პარტიის სახელით და არჩეულ იქნა მადრიდის რეგიონულ პარლამენტში, სადაც მან დეპუტატის თანამდებობაზე 26 წელი დაჰყო. ამ დროის განმავლობაში იგი პარლამენტის ფრაქციებში განსხვავებულ ადგილებს იკავებდა, ხოლო 2005-2012 წლებში ასამბლეის თავმჯდომარის პირველი მოადგილეც იყო.

2011 წელს ქვეყანაში მთავრობის ფორმირების შემდეგ, მარიანო რახოემის ხელმძღვანელობით სახალხო პარტიის წევრი სიფუენტესი 2012 წლის იანვარში დაინიშნა მადრიდის ავტონომიური გაერთიანების თავმჯდომარის თანამდებობაზე.

2013 წლის აგვისტოში იგი მოძრაობდა პასეო-დე-ლა-კასტელიანაზე მადრიდში, მოტოციკლეტით, რომელსაც არ ჰქონდა გავლილი ტექნიკური დათვალიერება და გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე, რის შედეგადაც დაიზიანა მკერდის კუნთი და მოიტეხა ხუთი ნეკნის ძვალი[1].

2015 წელს მაისში ქრისტინა, მადრიდის ასამბლეის არჩევნებზე, იყო სახალხო პარტიის საარჩევნო სიის სათავეში. 2015 წლის 24 ივნისს პალომო ადრადოსმა, ასამბლეის თავმჯდომარემ სიფუნტესის კანდიდატურა წამოაყენა მადრიდის ავტონომიური გაერთიანების თავმჯდომარის თანამდებობაზე, რამაც 65 თანხმობა და 64 საწინააღმდეგო ხმა მიიღო. იგი დანიშნულ თანამდებობაზე საქმიანობას 2015 წლის 25 ივნისს შეუდგა.

2018 წლის მარტში სიფუენტესი სკანდალში გაეხვია, რომელიც დაკავშირებული იყო მის მიერ მეფე ხუან კარლოსის სახელობის უნივერსიტეტში, ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის გამოცდებში მიღებულ შეფასებათა ფალსიფიკაციასთან, 2011-2012 წლებში. სააგენტო „Eldiario-ს“ ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ის არ ცხადდებოდა მეცადინეობებზე, არ ესწრებოდა გამოცდებს და ასევე არ დაუცავს სადიპლომო ნაშრომი. შედეგად კი ერთ-ერთმა პედაგოგმა, ვისი ხელმოწერას სიფუენტესის სადიპლომო ნაშრომს ერთვოდა, განაცხადა, რომ ის გაყალბებული იყო. უნივერსიტეტის რექტორმა განაცხადა, რომ ის ორმა ადამიანმა შეიყვანა შეცდომაში ქრისტინას სადიპლომოზე დასწრების ფაქტთან დაკავშირებით. უნივერსიტეტების რექტორების კონფერენციამ აღიარა დარღვევები აღნიშნულ საქმეში.

მაკომპრომიტირებელმა ინფორმაციამ სიფუენტესის მაგისტრის დიპლომის შესახებ, იგი აიძულა 2018 წლის 28 აპრილს დაეტოვებინა მადრიდის ავტონომიური გაერთიანების თავმჯდომარის თანამდებობა. აგრეთვე, ამავე წლის აპრილში გავრცელებული იყო 2011 წლის ვიდეო ჩანაწერი, მისი ვიცე-პრეზიდენტობისას, თუ როგორ მოხდა მისი დაკავება ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის დაცვის სამსახურის მიერ, სავარაუდო ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით, რასაც თან ერთვოდა ხმოვანი მუქარა, რომ მის მიმართ მადრიდის ასამბლეაში უნდობლობას გამოაცხადებდნენ. ამავე წლის 8 მაისს მან დეპუტატის თანამდებობაც დატოვა და ოფიციალურად განაცხადა, რომ პოლიტიკურ კარიერას ასრულებდა.

ადგილის დატოვების შემდეგ ქრისტინამ განაცხადი შეიტანა კომპლუტენსეს უნივერსიტეტში, ადმინისტრაციულ თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე.

სიფუენტესი №51-ე საგამოძიებო სასამართლომ განჩინებით დაიბარა ჩვენების მისაცემად დიპლომის ნიშნების ფალსიფიკაციის საქმეში თანამონაწილეობასთან დაკავშირებით, თუმცა იგი ავადმყოფობის მიზეზით სხდომაზე არ გამოცხადებულა[2].

2019 წლის ოქტომმბერში ქრისტინა გამოჩნდა სატელევიზიო პროგრამაში „Ya es mediodía“, როგორც პანელური დისკუსიების მონაწილე. მას გაფორმებული აქვს კონტრაქტი „Mediaset-თან“ და მონაწილეობს მის ორ გასართობი ხასიათის შოუში[3].

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

სიფუენტესს ჰყავს ქმარი, ფრანცისკო ხავიერ აგილარი და ორი შვილი, ქრისტინა და ხავიერი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება