ქრისტეშობის ტაძარი (ულან-უდე)

 

ქრისტეშობის საკათედრო ტაძარი ულან-უდეში
ქრისტეშობის ტაძარი (ულან-უდე) — რუსეთი
ქრისტეშობის ტაძარი (ულან-უდე)
რუსეთი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 51°48′29″ ჩ. გ. 107°37′14″ ა. გ. / 51.80806° ჩ. გ. 107.62056° ა. გ. / 51.80806; 107.62056
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა ულან-უდე, ბურიატეთი

ქრისტეშობის საკათედრო ტაძარი ულან-უდეში (რუს. Собор Рождества Христова) — რუსული, ძველი მართლმადიდებელი ეკლესიის ციმბირის მიტროპოლიის საკათედრო ტაძარი ქალაქ ულან-უდეში.

1917 წლის ოქტომბრის რევოლუციამდე ბურიატიაში არსებობდა 81 ძველი მართლმადიდებელი ეკლესია და სამლოცველო.

1999 წელს 50 ჰექტარი მიწა გამოიყო რუსეთის ძველი მართლმადიდებელი ეკლესიის ციმბირის ეპარქიის საკათედრო ტაძრის ასაშენებლად.[1]

2007 წლის 2 ივნისს რუსეთის ძველი მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი ალექსანდრე (კალინინი) ხელმძღვანელობდა ქრისტეშობის ძველი მართლმადიდებელი ეკლესიის საძირკველში პირველი ქვის ჩადებას და კურთხევას.[2] ამავდროულად, ქვის შიგნით მოათავსეს კაფსულა — გზავნილით შთამომავლებისთვის და დეკანოზ ავვაკუმის წამების ადგილიდან აღებული ერთი მუჭა მიწა. ცერემონიას ესწრებოდა ბურიატიის პრეზიდენტი ლეონიდ პოტაპოვი.[3] ტაძარი შვიდი წლის განმავლობაში შენდებოდა. 2014 წლიდან ტაძარში დაიწყო ღვთისმსახურება. 2017 წელს კანკელი დაიდგა, პირველი ორი ხატი შეუკვეთეს ნიჟნი ნოვგოროდში.[4]

  1. Русская вера. Храм Рождества Христова. Улан-Удэ. Старообрядческие храмы России. ruvera.ru. ციტირების თარიღი: 2018-03-25.
  2. "Объекты-350": мемориал Дружбы народов под вопросом“ (რუსული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-03-28. ციტირების თარიღი: 2018-03-28.
  3. В Улан-Удэ построят храм Рождества Христова. ციტირების თარიღი: 2018-03-26.
  4. Древлеправославный храм Рождества Христова. Достопримечательности — Путеводитель по Бурятии. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-03-26. ციტირების თარიღი: 2018-03-26.